Monday, February 11, 2013

                                          ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი





                     ჭყონდიდელი ეპიკოპოსის ევდემონ აფაქიძის სახარება. XVII ს.


ჭყონდიდელი ეპიკოპოსის ევდემონ აფაქიძის სახარება. XVII ს.


ჭყონდიდელი ეპიკოპოსის ევდემონ აფაქიძის სახარება. XVII ს.


                           ჭყონდიდელი ეპიკოპოსის ევდემონ აფაქიძის სახარება. XVII ს.


ჭყონდიდელი ეპიკოპოსის ევდემონ აფაქიძის სახარება. XVII ს.



საწინამძღვრო ჯვარი. XV ს.



საწინამძღვრო ჯვარი. 1050 წ. წარწერაში მოიხსენიება ბაგრატ IV (1027-1072 წწ.). ოქრომჭედელი იოანე დიაკონი.














  ექვთიმე თაყაიშვილი-"ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა"


     
წმინდანები, ატენის სიონი

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა
  "როდესაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის, ე.ი. თვითმმართველობის,      დამოუკიდებლობის საკითხი დაისხვა, ეს საკითხი დიდხანს იყო მსჯელობის საგანი, ბევრი წიგნი და წერილი დაიბეჭდა ქართულსა თუ რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. წარმოიდგინეთ, ამ საქმეში მედგრად გვეხმარებოდნენ რუსის სლავიანოფილებიც! ისინი არ სცნობდნენ სინოდს, რაკი ძველად რუსეთში პატრიაქრის მართველობა იყო, და მოითხოვდნენ პატრიარქობის აღდგენას როგორც რუსეთში, ისე საქართველოში! მათი მეთაური (გვარი არ მახსენდება, დიდად მიღებული და გავლენიანი პირი კი იყო!) სულ ერთთავად იმის პროპაგანდას ეწეოდა, რომ სინოდი უხეშად იქცევა და რომ რუსეთშიცა და საქართველოშიც კვლავ თავ-თავისი საპატრიარქოები უნდა აღდგესო. \”საქართველო უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო იყო. მან ქრისტიანობა მაშინ მიიღო, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჯერ არ არსებობდა და რუსები არც იყვნენ ქრისტიანებიო; მათი ეპისკოპოზი, ყოვლად სამღვდელო კირიონი, რომელიც საქართველოში პატრიარქად უნდა იყოს, ჩვენ მთავრობას სამშობლოდან გამოდევნილი ჰყავს და ემიგრანტობაში იტანჯებაო\”. პირდაპირ ასე აცხადებდა ის სლავიანოფილების თავი კაცი. (კირიონი ერთხანს შიდა რუსეთში იყო მღვდელმთავრად, მერე იალტაში ვნახე, ხოლო რევოლუციის შემდეგ მართლაც გახდა საქართველოს განახლებული ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი, თუმცა კი ძალიან მალე გარდაიცვალა. . .). სლავიანოფილების ასეთმა პროპაგანდამ და ჩვენმა მოთხოვნამ იმდენად იმოქმედა ნიკოლოზ მეორეზე, რომ მან დანიშნა სპეციალური კომისია, ე.წ. \”превсоборная комиссия\”, რომელსაც უნდა განეხილა საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი, ვინაიდან რუსის ჩინოვნიკური სამღვდელოება, სინოდისა, ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას არასოდეს ავტოკეფალია არა ჰქონია. რომ იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ეკუთვნოდა და ექვემდებარებოდა და სხვა.
ლეონიდე ოქროპირიძე და კირიონ საძაგლიშვილი, 1906 წ. პეტერბურღი
ამ კომისიის სხდომა, როგორც ცნობილია (\”Церковный Вестник\”-ში წერია ეს ამბები), შემდეგ რუსეთის ერთ-ერთ ქვემო ქალაქში. საქართველოდან მას დაესწრნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ნიკო მარი…
ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსათვის ამ საკითხში მხარი დაეჭირა მეფისნაცვალს ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი \”კეფალიისა\” (ასე უწოდებდა ირონიულად ავტოკეფალიას) არა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო. მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც შეგვეძლო, ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს.
ილია ჭავჭავაძე პირველ რიგში, (მარცხნიდან მეორე) გრაფ ვორონცოვ-დაშკოვთან მიღებაზე
ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან. დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსო. ილიას ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო. მერმე შექმნოდათ მსჯელობა. ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: \”ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შერთებას და თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო; განა გაგონილა, ერთ მართმადიდებელ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა საკათალიკოსო არსებობდესო?\” ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: \”ბატონო ილია, განა არ უთხარით, რომ ბიზანტია ერთი სამართლმადიდებლო სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და ალექსანდრიისა მეთქი?\” ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: \”აკი გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!\”. საერთოდ არ ეხალისებოდა აღიარება, თუ რამეში შეცდებოდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში კი გამოტყდა. რა თქმა უნდა ილიამ იცოდა ეს ყოველივე, მაგრამ მეფისნაცვალთან საუბრისას აღარ მოაგონდა. ყველაფერი ხომ არ გაგახსენდება კაცს?! – მით უმეტეს, ასეთი ოფიციალური მიღების დროს!…
ილია ჭავჭავაძე
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები, წარწერებით \”აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო\” და სხვ. წამოიჭრა საკითხი: ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, \”თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო!\”.
ამ მსჯელობაში მონაწილეობდნენ: ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლები, ქართველი მასწავლებები, მრევლთა წარმომადგენლები, ცალკეული მორწმუნენი. ილიას ბინაზე ვიკრიბებოდით ხოლმე. გვესწრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე (დეკანოზ დავით ღამბაშიძის ჟურნალ \”მწყემსი\”-ს რედაქტორის შვილი), რომელიც კარგად ერკვეოდა საეკლესიო საკითხებში და უხსნიდა ილიას, ჩრდილოეთის საპატრიარქოს ჩვენი, ბევრად უფრო ძველი ეკლესიის გამგებლობის უფლება არა აქვსო. იაკობ გოგებაშვილიც ესწრებოდა ხოლმე სხდომებს და მონაწილეობდა მსჯელობაში და ბევრი სხვაც. ერთი სიტყვით, ფართო საზოგადოება იყო ამ საქმეში ჩაბმული.
მაგრამ განზრახული დემონსტრაციის მოწყობა აღარ დაგვჭირდა, ვინაიდან ჯერ იყო და 1905 წლის რევოლუციამ სასტიკი ხასიათი მიიღო და ბოლოს კი, 1917 წელს, საქართველოს ეკლესია ასე ვთქვათ, რევოლუციურად ჩამოშორდა რუსეთისას.''

                               ექვთიმე თაყაიშვილი-"დიმიტრი ყიფიანის დასაფლავება"  



                                       

დიმიტრი ყიფიანი

უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.
მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.
კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახლებდნენ ხოლმე, იმიტომ, რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძავლის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა კაცმა; თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის ვაჟი დარჩა, კოტე, მაგრამის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.
დავით ყიფიანი
რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს) დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით3 ერევნის მოედნამდე, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე5, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.
დიმიტრი ყიფიანის ცხედარი
დაიძრა პროცესია, დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მოვუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციისრაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ
კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რამზის მეთაურმა უთხრა: Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!\” ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: \”Меня пригласили родные покойного, куда они последуют, и я за ними!\”-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუალხოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად. სასახლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებელად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.
ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი (1882-1890)
სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე.
ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც.
საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთლმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რ თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, \”ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო\”, მაშინ არ უთქვამს, მერე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!
მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: \”რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!\” მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო…
ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი. მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რითი ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს; რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე.
დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი, 1898 წ. მთაწმინდის პანთეონი

                                                   ექვთიმე თაყაიშვილი - "გაბრიელ ეპისკოპოსი"


გაბრიელ ეპისკოპოსი (გერასიმე ქიქოძე), 1825-1896 წ.წ.


   "გაბრიელ ეპისკოპოსზე ილია დიდი აზრისა იყო. ერთ ხუთშაბათს საღამოს რომ ვიყავით ილიასთან შეკრებილი, წამოიჭრა საკითხი: მთავრობა უწევს რაიმე ანგრიშს ქართველ მოღვაწეთა ნათქვამს თუ არაო? ილიამ სთქვა: “კაცმა იცისო! მაგალითად, რასაც გაბრიელი ეპისკოპოსი იტყვის, იმას დიდ ანგარიშს უწევენო. ეკლესიის საკითხებში ანგარიშს უწევენ ნიკო ამილახარსაცო”. ის ნიკო ამილახვარი დიდი მორწმუნე კაცი იყო და პირდაპირ ეგზარქოსსა და ეკლესიის სხვა მეთაურებს მიმართავდა ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა. ერთხანს ხომ აკრძალეს ლოცვანისა და სხვა საეკლესიო წიგნების ქართულად ბეჭდვა! ჰოდა, ნიკო ამილახვარმაც უთხრა ეგზარქოსს: “Я перестал молитьсия, потому, что мой грузинский напечатанный молитвенник истрепался, Ваш русский молитвенник я не понимаю, а Вы приостановили издание молитвенников на грузинском языке!” ეგზარქოსი ამ სიტყვებზე შემკრთალიყო და ეთქვა “Никогда не запрещал издание грузинского молитвенника, это недоразумение!” მაშინვე გაეცა ლოცვანის დაბეჭდვის ბრძანება.
გაბრიელ ეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა (1896 წ.), ქუთაისის ინტელიგენციამ ერთობ დააყოვნა მისი დამარხვა, რათა საუკეთესოდ მოემზადებინა ქართველი ხალხი მიცვალებულის პატივსაცემად: სასტიკი, გაჭიანურებული ზამთარი იდგა და უგზოობის გამო ხალხი ვერ ჩადიოდა. დამარხვა იმა წლის მაისში მოხდა მხოლოდ, გელათის მონასტერში. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, დანიშნეს დაკრძალვის დღე, თბილისის ყველა დაწესებულებიდან წავედით დეპუტატები და ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ილიაც. მას გამზადებებული ჰქონდა სიტყვა, რომელიც საფლავზე უნდა ეთქვა, მიცვალებულის ცხედარი ძვალ-ტყავად ჩანდა, არც შექანებულიყო, ისე, ცივად იყო შენახული. მართალია, მღვდელმთავარს არ შეშვენოდა ასეთი გაუთავებელი გლოვა, მაგრამ ქართველების – მეტადრე დასავლელების – ამბავი ხომ მოგეხსენებათ ამ საკითხში, ამხანაგად?!
მატარებელში ერთად შევიყარენით: მე, ილია ჭავჭავაძე, ლევან ჯანდიერი, ვანო რატიშვილი, ანდრია ღულაძე და სხვები აღარ მახსოვს. ლევან ჯანდიერი თბილისის მაზრის უფროსი იყო, ილიას დიდი მეგობარი და ერთგული მომხრე; უაღრესად კარგი, ჭკვიანი და საზრიანი ქართველი, ნამდვილი საქმის კაცი, უკეთესი არ შეიძლებოდა. მისი თაოსნობა იყო, მთიულები რომ გადმოასახლა მანგლისის მხარეში და კავთისხევში. ივანე რატიშვილი, მასწავლებელი, მე დავნიშნე სათავადაზნაურო სკოლის დეპუტატად გაბრიელის დაკარძალვაზე. ძალიან კარგი, რაღაც ღვთიური კაცი იყო და ასეთ სიტყვებს ხომ შესანიშნავად ამბობდა ხოლმე! სულ სხვანაირი იყო ანდრია ღულაძე – ნაკლებ განათლებული, მაგრამ დიდი ფართი-ფურთის და პრეტენზიის კაცი. ხან რას აკეთებდა, ხან რას: ერთ დროს საბავშვო ჟურნალს სცემდა, მერე ცენზორი იყო, იმხანად კი რომელიღაც უცხო გაზეთების თუ სხვა რაღაცის კორესპონდენტად მუშაობდა და ასე… სრულიად არ ჰგავდა იგი თავის ძმას  – იაკობს, პედაგოგს, გიმნაზიის ინსპექტორს, დიდად განათლებულ კაცს…
სწორედ გელათს ჩვენი გამგზავრების წინ გაეგზავნა ანდრიას დეპეშა საზღვარგარეთულ გაზეთებისთვის, ერთ-ერთი უცხელი კორესპოდენტის შესახებ: “თბილისიდან ინდოეთში გაემგზავრა და ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამხრეთი აზიისთვისო”. ეს შენიშვნა უკვე თავის მხრივ დაურთო, ვითომდა საქმეში ჩახედულობის გამოსამჟღავნებლად. ილიას უყვარდა ასეთი პრეტენზიების მქონე “ინტელიგენტების” გაქირდვა და გზაში სულ ეკითხებოდა: “როგორ იყო, ანდრია, დიდ პოლიტიკურ ფაქტად რომ გამოაცხადე იმ კორესპონდენტის ინდოეთში წასვლაო?” ისიც იცინოდა, აბა რას იტყოდა? აკაკიმაც იცოდა ხოლმე ანდრია ღულაძეზე ოხუნჯობა.. . ანდრიას დიდ პატრიოტად მოჰქონდა თავი. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სამგლოვიარო პროცესების მოწყობის გამგეობა და სხვა ასეთი საქმეები და ჩვენც მართლა პატრიოტი გვეგონა. ჩვენს ხანში შესულ ქალებსაც მოსწონდათ, ერთმა ასეთმა ქალმა, რომელიც პოეტობდა შეიყვარა კიდევაც. . .
მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებოს. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირს – სინოტივე იყო და ალბათ იმის გამო. მაშინ თქვა, “გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!”.
ჩვენთან ერთდ მოდიოდა კიდევ ნიკო ღოღობერიძე და მან გვიმასპინძლა ქუთაისში. თბილისიდან საღამოს გასულნი ქუთაისში დილას ჩავედით და მაშინვე გავემგზავრეთ ეტლებით გელათისაკენ. ცოტა თოვლი ჯერ კიდევ იდო გზაზე.
იმ დროს ქუთაისის პოლიცმეისტერად იყო, თუ არ ვცდები, ვინმე სიმონიშვილი, რომელსაც ქართველებს შორის, ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა გავარდნილი, დამსახურებისათვის ყველაფერს ჩაიდენსო. ლევან ჯანდიერს შეეტყო და ჩვენც გვაცნობა, რომ იმ სიმონიშვილს თბილისიდან ზედიზედ მისდიოდა დეპეშები: “Следить за Ильей Чавчавадзе и записать каждое слово, что он скажет” .
გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი, რა თქმა უნდა, გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული, საკურთხევლელს წინ. ხალხი მოდიოდა, მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები. ზედიზედ გამოდიოდნენ იმერელი ახალგაზრდები თუ სხვები და უზომოდ ენამზეობდნენ, რომ საუკეთესო ორატორებად ეჩვენებინათ თავი. როგორც აღვნიშნე, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად არ შეეფერებოდა ეპისკოპოსს და მეტადრე ასკეტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გაბრიელს, რომელიც სიცოცხლეში სწორედ რომ არ თანაუგრძნობდა ხოლმე ასეთ საქციელს.
იმერეთის გარდაცვლილი ეპისკოპოსი გაბრიელი, ედვარდ კლარის ფოტო, 1896
ამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საღამო შემოვესწრო და ილიამ გვითხრა: “ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცადოთო და მერე კი წავიდეთო”. ბოლოს მანვე გვითხრა, “მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო”. მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან, რამდენადმე გავთიშე იგი და ხმამაღლა დავიძახე: “ბატონებო, ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით, ბატონს ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი”. ერთი სიტყვით, “პროვოკაცია” მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინ გაიშალა, ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა. მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, რომელსაც გაეჭედა ეკლესია. ლევან ჯანდიერს ეს ძალიან იამა და მადლობა მითხრა, რომ ვაიძულე ილია და ვათქმევინე სიტყვა. ეს უკანასკნელი მართლაც შესანიშნავი იყო, კარგად ჰქონდა ილიას მომზადებული და წინასწარვე გაგვაცნო; მერე დაიბეჭდა კიდევაც. თითონ ილიაც კმაყოფილი დარჩა, რომ სთქვა.
გელათში მცირეოდენი გვასაუზმეს, მაგრამ არ გვეყო და ქუთაისში მოშივებულნი ჩამოვედით. ნიკო ღოღობერიძემ სადილის საჭმელად შეგვიყვანა დარბაზში, რომელიც იმავე დროს სასადილოც იყო და დავინახეთ, რომ სუფრას მრავლად შემოსხდომოდნენ მოქეიფენი, პოეტ გიორგი შარვაშიძის მეთაურობით. მათ შორის იყო ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღლი იასონ გელოვანიც. უკვე ყველანი შემთვრალიყვნენ და მალიმალ გალობდნენ საეკლესიო ჰანგს: “განუსვენე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასაო”. რომ დაგვინახეს, ყველანი წამოდგნენ და შარვაშიძემ წამოიძახა: “ო-ო-ო, ილია გრიგორიჩ! რა სასიამოვნო სტუმარია! აბა, ახლა სუფრაო!” მივუჯექით მაგიდას. მთვრალმა მასპინძლებმა დაადგინეს, რომ ჯერ დაგველია იმათი სადღეგრძელო, ვინც იქ ჩვენ შესვლამდე ისხდნენ და მერე განეგრძოთ სადღეგრძელოები. მაგრამ ილიას სადღეგრძელო მაინც პირველად შესვეს. კაი გვარიანი ჭიქები იყო; ხუთ-ხუთი დაგვიდგეს თეფშზე და შემოგვთავაზეს დალევა, მაგრამ ნიკო ღოღობერიძემ სთხოვა, მშივრები ვართ, ცოტა გვაცალეთ, საჭმელი ვჭამოთ და მერე ყველას გიახლებითო. დაგვეთანხმნენ. ილია ჩვეულებრივ მადიანად შეუდგა ჭამას და თან ღვინისაც უანგარიშოდ სვამდა. იმ ლაპარაკსა და სმაში ჩემ გვერდით მჯდომმა ნიკო ღოღობერიძემ გადაუჩურჩულა ლაქიას, ილიას ააცილეთ ის ხუთი ჭიქაო: ეშინოდათ, არ აწყინოსო. ლაქიამ მართლაც მოახერხა ილიასათვის იმ ხუთი ჭიქის აცილება და სხვებმაც, ჩვენთან მოსულებმა, ვისაც არ შეეძლო სმა, უარი თქვეს – მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკო ღოღობერიძემაც, რომელსაც გული სუსტი ჰქონდა და ღვინო სწყენდა. უარი სთქვა მისმა ძმამაც, სიმონ ღოღობერიძემ, რომელიც წინათ ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში. იმ დროს უკვე გადამდგარიყო სახელმწიფო სამსახურიდან და კერძო სათავადაზნაურო სკოლის გამგედ იყო დანიშნული. თამადას, გიორგი შერვაშიძეს ღვინო მოკიდებული ჰქონდა და მკვახედ მიმართა სიმონ ღოღობერიძეს: “ასე, თქვენ არასოდეს არ გვიჭერთ მხარს საზოგადო საქმეებშიო”. და ამისთანები. . . მერე მოყვნენ ჩვენ სადღეგრძელოებს და როდესაც ილიას ერთი ჩვენგანის სადღეგრძელოღა დარჩა დაულეველი, უთხრეს, მიირთვიო. ილიამ უპასუხა: “დიდი სიამოვნებით გიახლებით, მაგრამ გულს მაგკლია, რომ პირველად დასალევი ხუთი ჭიქა არ შემისვამსო”. – “ა-ტა-ტა-ტა, ეგ როგორ მოხდა, ახლავე მოართვით ილიას ის ხუთი ჭიქაო!”, დაიძახა თამადამ, ნიკო ღოღობერიძემ ხელი წამკრა და მითხრა: “საკვირველი კაცია ეს ილიაო!” მოართვეს “აცილებული” ხუთი ჭიქა, ილიამაც ნელ-ნელა, გემრიელად შესვა და ბოლოს იმ ჩვენი ამხანაგის სადღეგრძელოც დალია. . . მართლაც საოცარი კაცი იყო! “გულს მაკლიაო”, დინჯად, სერიოზულად უთხრა: არ უნდოდა, რომ ვისმე ჩამორჩენოდა იქა!
ილია სიმონ ღოღობერიძის ბინაზე მოათავსეს. მე მეორე დღეს, ადრე გამოვბრუნდი თბილისს, ილია კი იქ დარჩა, არ მახსოვს, რამდენ დღეს. მისთვის ეჩვენებინათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა და სხვა მეგობრები. . .
გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ ორიოდე სიტყვა კიდევ უნდა ვთქვა: პირველად იგი ახლო ვნახე საღმრთო რჯულის გამოცდის დროს, როდესაც ოთხკლასიან პროგიმნაზიას ვათავებდი ქუთაისში. ის გამოცდაზე დასასწრებად სკოლის ინსპექტორმა იუდინმა და საღმრთო სჯულის მასწავლებელმა მოიწვიეს. მართლმადიდებელი შეგირდები სულ ხუთი ვიყავით: მე, იოსებ დადიანი, შარუხია, გორგასლიძე და ერთი რუსი (გვარი არ მახსოვს). ყველანი ერთად დაგვაყენეს გაბრიელის წინ (ისე მოისურვა მან). გაბრიელთან იჯდა ინსპექტორი, მაჭავარიანი კი თავზე გვედგა. ჯერ გვარები წაიკითხა, ჩემი გვარის შესახებ თქვა: “ეს გურულიაო”. დაგვიწყეს გამოცდა: გვათქმევინეს ლოცვები, გვაამბობინეს სამღვთო ისტორიის მოთხრობები; მერე გაბრიელმა გვკითხა, თუ რა სასწაულები მოახდინა იეოს ქრისტემ. ჩვენც დაწვრილებით ჩამოვუთვალეთ, რაც ვიცოდით. მან გვითხრა: “Такие чудеса и другие святые совершали а какое такое чудо совершил” – და დასძინა: какого никто, кроме него, не совершил”?
ამ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ განვიმეორეთ ის, რაც წინათ გვქონდა ნათქვამი: “Слепых прозревал, бесноватых исцелял, Лазаря воскресил” . . და სხვა. – “Нет, нет! это и другие делали”.
ჩვენ გაკვირვებით შევხედთ ჩვენს მასწავლებელს მაჭავარიანს, რომლისგანაც ასეთი კითხვა არ გვსმენოდა, და, რა თქმა უდა, არც მისი პასუხი. მასაც გაკვირება ეტყობოდა და ცხადი იყო, არც მან იცოდა, რა პასუხი უნდა მიგვეცა. რაკი ჩვენ ვერას გავხდით, გაბრიელმა თვით მოგვცა პასუხი: “Себя воскресил! Себя воскресил!”
მე ვერ წარმომედგინა, რომ მკვდარი კაცი თავის თავს გააცოცხლებდა, ის სხვას უნდა გაეცოცხლებინა, მაგრამ პირდაპირ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გავბედე და თავჩაღუნულმა ჩავილაპარაკე: – “Вед у Христа был отец, бог отец! Он его воскресил”. გაბრიელმა განმარტა: “Бог отец, бог сын и дух святой одно единое божество, бог сын явился на земле в образе человека, чтобы своим страданием искупить род человеческий, после распятия в нем умерла человеческая природа и не божественная, и эта божественная природа снова воскресила себя в образе человека, чтобы показаться своим учениками и убедить их и весь мир, что бог не умирает и не глазах учеников в образе человека вонесся на небо и в образе человека явится в мир во время второго пришествия”. . . და სხვა.
შემდეგ გაბრიელი მე აღარ მინახავს, მაგრამ სხვებისაგან გამიგონია, რომ მან ასეთი კითხვების წამოყენება სხვა გამოცდების დროსაც იცოდა.
გაბრიელი სპეტაკი ზნეობის მღვდელმთავარი იყო და ვერ ურიგდებოდა მისი დროის იმ მღვდელმთავრებს, რომელთაც ასეთი ზნეობა აკლდათ. მის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად იყო გრიგოლ დადიანი, რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ. გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი, დადიანს ეს შეურაცხყოფად მიეღო და ეთქვა: “მეც ისეთივე მღვდელმთავარი ვარ, როგორც თქვენ, და ასეთი ამბავფი ჩვენს შორის არ ეგებისო”. გაბრიელს უპასუხია: “მართალია, მღვდელმთავარი კი ხართ, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, ვამხილოთ ერთმანეთიო”."

                                                       ექვთიმე თაყაიშვილი-ილია წინამძღვრიშვილი



ილია წინამძღვრიშვილი

  "ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან და ნამეტნავად მის მეუღლე ოლღასთან. ის იყო აგრეთვე ნათესავი ივანე პოლტარაცკისა და მის მეორე ცოლის – ნადო გაბაშვილისა.
სპეტაკი ადამიანი იყო. დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთ კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა, ან სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა. ილიას მამულზე ამბობდა: “რა ოხრად უნდა ილიას საგურამოს მამული? შვილი არა ყავს და ძირი, სჯობს ჩვენს სკოლას შემოუერთოს და ამით გავაფართოოთ საქმეო”. წერილებსა ბეჭდავდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოსცა დიდი წიგნი სათაურით: “ვაზის მოვლა”.
ი. წინამძღვრიშვილი პირველ ხანებში თბილისის მაზრის მომრიგებელ მსაჯულად მსახურობდა (1868-1901), მერე – თბილისის ქალაქის ნოტარიუსად. უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ენერგია, მოხერხება და საქმისათვის თავდადება – გამოუთქმელი. პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ თავის ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა. ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები, ან შენობის სარემონტოდ – ხელოსნები და სხვანი. თვით საპედაგოგო საქმის არასპეციალისტი იყო, ამიტომ სკოლის გამგეს და მასწავლებლებს ისეთ რამეებს ავალებდა, რის შესრულებაც შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სკოლას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰონდა, კურსდამთავრებულნი სოფლებში კარგად მუშაობდნენ. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა.
ზომიერი ცხოვრების და ჰიგიენის მიმდევარმა ილია წინამძღვრიშვილმა დიდხანს იცოცხლა, მაგრამ უკანასკნელ სამ წელიწადს ლოგინად ჩავარდა. ნიკო ცხვედაძის ყოფილი ცოლი უვლიდა. არც ნათესავებსა და არც მეგობრებს მასთან არ უშვებდა. ეს მანდილოსანი სომხის ქალი იყო. ნიკოდან მას შესძენოდა ერთი ქალი, რომელიც შემდეგ ფილიპე გოგიჩაიშვილმა შეირთო ცოლად, სამი ქალიშვილი შეეძინათ… ერთხანს ნიკოს ნაცოლარი პარიზში ცხოვრობდა… მერე კი დაბრუნდა საქართველოში. ილია წინამძღვრიშვილის მძიმე ავადმყოფობა რომ შეიტყო, უყოყმანოდ მიეშველა და თავგამოდებით დაუწყო მოვლა, არაფერს აკლებდა და უმსუბუქებდა მდგომარეობას.
ილია წინაძღვრიშვილის დასაფლავებას ბევრი ხალხი დაესწრო, წესი სიონის ტაძარში აუგეს, შემდეგ წინამძღვრიანთკარში წაასვენეს და იქ დამარხეს ეს შესანიშნავი და უებრო ქართველი მოღვაწე."

                          ექვთიმე თაყაიშვილი-მიმართვა ქართული ემიგრაციისადმი!



  "იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.
ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.
კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.
თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.
კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.
მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.
ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!
ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა."
25 ნოემბერი, 1936, პარიზი


წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილიღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე
ცათამობაძავი ივერიის მეჭურჭლეთუხუცესი
სულ იმას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზეაიეს არ დაიკარგოსაიეს არ წახდეს მეთქი




2002 
წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდაგანუზომელია ამ ადამიანის ღვაწლი ქართველი ერისა და ღვთის წინაშემის სახელს უკავშირდება არა მარტო თავდადებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობაარამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმიდეებისჩვენი საგანძურის გადარჩენა.
2003 წლის მაისში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი მოხდათბილისში გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო.
XIX საუკუნის 80-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საზოგადოებრივ ასპარეზზე გასვლის დროსავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიას რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გამტარებელი რუსი ეგზარქოსები მართავდნენმათი ხელშეწყობით უპატრონოდ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები და უძველესი ქართული ხელნაწერები ნადგურდებოდასავალალო მდგომარეობაში იყო აგრეთვე მოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეებიცეგზარქოს ევსევი ილინსკის (1857-1877) განკარგულებითმოქმედ ეკლესია-მონასტრებში დაცული წიგნებირომელთაც ღვთისმსახურების დროს მღვდლები იყენებდნენმაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდაწაკითხვის დროს „ბორძიკობდნენ“, უნდა შეეგროვებინათ და თბილისში ჩამოეტანათიგივე ეგზარქოსის მითითებით, 1876 წლის 30 ივნისის საქართველო-იმერეთის სინოდიალურმა კანტორამ მიიღო გადაწყვეტილებარომლის ძალითზემოთაღნიშნულ წიგნებთან ერთად უნდა შეკრებილიყო ეკლესია-მონასტრებში დაცული სხვა დოკუმენტები და საეკლესიო ნივთები და ისინი თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში უნდა განეთავსებინათაღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ იმდროინდელმა ქართულმა საზოგადოებამ და სასულიერო პირების ნაწილმა აღიმაღლა ხმაგამოითქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვირომ თბილისში არსებულ საგანძურს შესაძლებელიასაფრთხე დამუქრებოდამართალია ქართველი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის გამო საქართველო-იმერეთის სინოდიალური კანტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ განხორციელდამაგრან თბილისის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა დიდი ნაწილი მაინც განთავსდაეგზარქოს ევსევის მითითებითაღნიშნული ხელნაწერები სემინარიის ეზოში ცეცხლს მისცეს. 1884 წელს ეგზარქოს პავლეს გადაწყვეტილებით სემინარიის ბიბლიოთეკის გამგეს ..გოტინსკის დაევალაგადაერჩია წიგნები და „საეჭვო შინაარსის ქართული ხელნაწერები“ გაენადგურებინააღნიშნული დავალება სისრულეში მოიყვანესამ ხელნაწერთაგან .ცინცაძემ დაწვას გადაარჩინა ერთი წიგნირომელიც „სვანური მრავალთავის“ სახელითაა ცნობილი.
ცალკეულმა ენთუზიასტმა პირებმა განადგურების პირას არსებულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყესმაგრამ XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლომდე ჩვენში არ არსებობდა ისეთი დაწესებულებარომელიც მათ მოღვაწეობას ორგანიზებულ ხასიათს მისცემდასწორედ ასეთ ვითარებაში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცირომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაისახა მიზნად ქართულ სიძველეებზე ზრუნვამოგვიანებით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თავისი საქმიანობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „საქართველო დავიარე და დავინახეთუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვისპირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამრაც შეიძლება მეტი მომესწრომით უმეტესრომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმესსულ მას ვშიშობდი ყოველ ნაბიჯზეაიეს არ დაიკარგოსაიეს არ წახდეს მეთქივცდილობდიყველაფერი ამეწერაგადმომეღოჩამეხატარაც შეიძლება მეტი გამომეკვლიაშემეძინაშემომეწირებინაარაფერი დამეკარგოს მეთქი“.
დასახული მიზნის განხორციელებას წმიდა ექვითმე ღვთისკაცი სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგაიგი ცნობილ ისტორიკოსს .ბაქრაძეს გვერდში ამოუდგა და აქტიურ დახმარებას უწევდამან ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იან წლებში აქტიური ბრძოლა დაიწყო საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვისწმიდა ექვთიმე ღვთისკაცის არქივში ინახება ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მცირე მოცულობის ნაშრომირომელიც თბილისში საეკლესიო მუზეუმის დაარსებას ეხებააღნიშნული ნაშრომიდან ირკვევარომ .ბაქრაძეს სიძველეების მოძიებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარი აქტიურად დაუსაქმებიამისი მითითებით წმექვთიმე ღვთისკაცს ქართულად უთარგმნია რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდებამასვე წესდების ქართული და რუსული ტექსტები პრესაში გამოუქვეყნებია. 1889 წლის 17 თებერვალს საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყოაქ .ბაქრაძესა და .კალისტოვთან ერთად წმიდა ექვთიმე ღვთისკაციც მონაწილეობდაეს არა მარტო საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია იყოარამედ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის პირველი მონაწილეობაც – საეკლესიო სიძველეების მოძიებაშიმართალიაექსპედიციის წევრებს სვეტიცხოვლის ერთ დროს მდიდარი ბიბლიოთეკა გაძარცვული დახვდათმაგრამ სამთავროსშიომღვიმისჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს თავი მოუყარესმათვე მოსახლეობისაგან შეაგროვეს ძვირფასი სიგელ-გუჯრები და მცხეთიდან 58 ხელნაწერი და 50 სიგელ-გუჯარი ჩამოიტანესყოველივე სათანადო ოქმის გაფორმებით საეკლესიო მუზეუმის მცველს .ჟორდანიას ჩააბარესიმდროინდელმა ქართულმა პრესამ ფართოდ გააშუქა ექსპედიციის მუშაობის შედეგებიაღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ (1890 .) .ჟორდანიასთან კონფლიქტის გამო წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საეკლესიო მუზეუმს ჩამოშორდამაგრამ ხელი როდი აუღია საეკლესიო სიძველეების მოვლა-პატრონობაზეჯერ კიდევ 1888 წელს წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა შეისწავლა იტრიისზემო ჭალის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრების სიძველეებიმან მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ „პარხალის სახარებას“, რომლის შესწავლით მან დაადგინარომ „შატბერდის კრებული“ რომელსაც ადრე IX საუკუნით ათარიღებდნენ, X საუკუნეშია შედგენილი.
საეკლესიო მუზეუმიდან წამოსვლის შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ თანამშრომლობსექსპედიციის დროს მოძიებულ მასალებს კი აღნიშნული დაწესებულების ხელნაწერთა განყოფილებას სწირავს.
XIX საუკუნის 90-იანი და XX საუკუნის 10-იან წლებში წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურ საარქეოლოგო ექსპედიციებს აწყობსმან ფეხით მოიარა გურიასამეგრელოქართლიკახეთიაღწერა და აზომა უამრავი ეკლესია-მონასტერიშეაგროვა უნიკალური ეპიგრაფიული მასალადაღუპვას გადაარჩინა მრავალი ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველეცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ხელმძღვანელობით 1902-1907-1917 წლებში სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციებიაღნიშნული ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების ღირებულება ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდაა შეფასებული.
ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი
1907 წელს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი შემოიკრიბამათ შორის ქართველი სამღვდელოებაცსაზოგადოების დამფუძნებელ წევრებს შორის იყვნენ ქართველი სასულიერო პირები – მღვდლებიპოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილებიამბროსი ხელაიაკალისტრატე ცინცაძე.კეკელიძე და სხვებისაზოგადოების ნამდვილ წევრებად აირჩიეს ეპისკოპოსებიალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეებიკირიონ საძაგლიშვილიპეტრე კონჭოშვილიდავით კაჭახიძეარიქმანდრიტებიდოსითეოს ბერძენიშვილი და პიროს ოქროპირიძეშემდგომ მათ მიემატა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და მღვდელი ილია შუბლაძეახლადდაარსებულ საზოგადოებაში საერო პირებთან ერთად სასულიერო მოღვაწეობის ჩართვით წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს სურდარომ საზოგადოების სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლებს ერთობლივად ეზრუნათ საეკლესიო სიძველეების გადარჩენისათვის.
ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაშიხშირად ისინი საზოგადოების კრებებზე მოხსენებითაც გამოდიოდნენ. 1908 წელს ასეთი მოხსენებით გამოსულა .კარბელაშვილირომელმაც საზოგადოების წევრებს გააცნო მის მიერ მოძიებული დოკუმენტები „ამილახვარიანთ გვარის სიგელ-გუჯარები“. ამავე სხდომაზე მოხსენება გაუკეთებია წმიდა ამბროსი აღმსარებელს (ხელაიას) – „ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი“. აღნიშნული მოხსენებები წმიდა ექვთიმემ „ძველი საქართველოს“ ერთ-ერთ ტომში გამოაქვეყნა.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობას დიდად აფასებდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელსაც ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნების მდიდარი კოლექცია შესწირამანვე ამ საზოგადოებას გადასცა ნუმიზმატიკური მასალა, 2700-ზე მეტი სახეობის მონეტაარქეოლოგიური ნივთებიფოტო-ალბომები და სხვასაისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ გაწეული დიდი ყურადღების გამო 1913 წელს წმიდა კირიონი მის საპატიო წევრად აირჩია.
თავის მხრივწმიდა ექვთიმე ღვთისკაცი მაღალ შეფასებას აძლევდა წმიდა ეპისკოპოს კირიონის მეცნიერულ მოღვაწეობას და მის თავდადებას სამშობლოსა და ერის საკეთილდღეოდწმიდა ექვთიმემ 1907 წელს გამოცემული „ძველი საქართველოს“ I ტომში წმიდა კირიონ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა წლებში შეკრებილი ლექსიკური მასალა დაბეჭდააღსანიშნავიარომ წმიდა კირიონის ლექსიკონში ისეთი სიტყვებია თავმოყრილირომელიც სულხან-საბა ორბელიანს და დავით ჩუბინაშვილს ნახსენებიც არ აქვთდღემდე წმიდა მღვდელმოწამე კირიონის აღნიშნული შრომა კექსიკოლოგთა მიერ სათანადოდ შესწავლილი არაა.
წმიდა ექვთიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და დიდად აფასებდა ქართველ სასულიერო პირებსწმიდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძესკალისტრატე ცინცაძესძმებს და კარბელაშვილებსუცხოეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდელს მიქელ თამარაშვილს და სხვებსმან „ძველი საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძისა და მიქელ თამარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნეკროლოგიწმიდა ექვთიმეს ხელშეწყობითმღვდელმა .კარბელაშვილმა .ფალიაშვილთან ერთად 1903 წელს სვანეთში ჩაიწერა ძველი ქართული სიმღერა გადმოცემებიცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა ექვთიმეს დიდი პატივისცემა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართიგი თავის მოგონებებში დიდი სიყვარულით იხსენიებს მის ძმას – მღვდელსა და პედაგოგს სიმონ ქიქოძესრომელმაც ღვთისმოშიშობასთან ერთად მას სამშობლოს სიყვარული და ცოდნის დაუოკებელი შეძენის სურვილი შთაუნერგაწმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თვალყურს ადევნებდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საქმიანობას და აღფრთოვანებული იყო მისი მოღვაწეობით. 1896 წლის 10 მარტს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავებაზე ქუთაისში ექვთიმე ილია მართალთან (ჭავჭავაძეერთად ჩავიდარომ არა ექვთიმე ღვთისკაცის აქტიურობა ისტორიას არ შემორჩებოდა წმიდა ილია მართლის უბრწყინვალესი სიტყვა განსვენებულ წმიდა გაბრიელის მიმართ.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი დასდო ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისულიშემორჩენილი ფრესკების გადმოღებას. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის პირი გადმოიღო და მუზეუმს გადასცამას გულს უკლავდა დანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. VI საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დანგრევის საფრთხე ემუქრებოდაგაზეთის ფურცლებზე წმიდა ექვთიმემ მოწოდებით მიმართა ქართველ ერს: „ყველამ გამოვიღოთ წვლილიდიდმა თუ პატარამერმა თუ ბერმაგანათლებულმა თუ გაუნათლებელმაგვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმიმომავალი თაობა არ გვაპატიებს თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა“. წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის მოწოდებამ შედეგი გამოიღოშეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დანგრევას გადაურჩა.
წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი არა მარტო საეკლესიო სიძველეების გადარჩენაზე ზრუნავდაარამედ ძველი ქართული ხელნაწერების გამოცემასაც ახერხებდა. 1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით გამოაქვეყნა „ახალი ვარიანტი წმიდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. ამავე წიგნში შესულია ეფრემ მცირის „უწყებაი მიზეზთა ქართლის მოქცევისა თუ რომელ წიგნსა შინა მოიხსენიების“. 1895 წელს წმიდა ექვთიმემ კომენტარებით გამოსცა „სიბრძნე ბალავარისა“ ამავე წელს მისივე რედაქტორობით გამოვიდა XVIII საუკუნის ხელნაწერის მიხედვით „კათოლიკოს-ბაქარიანი მღვდელ იესე ტლაშაძისამოთხრობა ლექსად“ მანვე „საქართველოს სიძველეების“ სამივე ტომში დიდი ადგილი დაუთმო საქართველოს ეკლესიის წყაროებსაღნიშნული მასალების გამოქვეყნებით ექვთიმე თაყაიშვილმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროთმცოდნეობის ბაზა.
წმიდა ექვთიმემ დიდი ღვაწლი დასდო რუსეთის უწმიდესი სინოდის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ეკლესიის უფლებების დაცვასიგი მართებულად აღნიშნავდარომ ეკლესია-მონასტრების გაპარტახება და იქ დაცული სიწმიდეების განადგურება საქართველოში ცარიზმის მიერ განხორციელებული რეაქციული საეკლესიო პოლიტიკის შედეგი იყოწმიდა ექვთიმე სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად აქტიურად ჩაება ავტოკეფალისტთა მოძრაობაშიიგი მონაწილეობდა ყველა იმ სხდომაშირომელზეც მოწინავე ქართველი საგოზადოება სამღვდელოებასთან ერთად ავტოკეფალიის საკითხებს იხილავდაამ საკითხთან დაკავშირებით წმიდა ექვთიმემ საინტერესო მოგონებები დაგვიტოვარომ არა მისი მოგონებებიუცნობი დარჩებოდაილია ჭავჭავაძის როლი ავტოკეფალისტთა მოძრაობაშიცნობილიარომ წმიდა ილია მართალი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში წარსადგენი ავტოკეფალიის მოთხოვნის დოკუმენტების შედგენისას კონსულტაციებს კალისტრატე ცინცაძისა და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცისაგან იღებდა.
წმიდა ექვთიმე დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთაშისვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხდებასიგი ამ დიდი ისტორიული აქტის მონაწილე იყომისი თხოვნით ცნობილმა „მოხეტიალე მომღერალმა“ ილიკო ქურხულმა ავტოკეფალიის აღდგენის დღეს რამდენიმე ფოტო გადაიღო.
ახლადაღდგენილი ეკელსიის მესვეურთა სურვილი იყო წმიდა ექვთიმე საკათალიკოსო საბჭოს წევრად აერჩიათმაგრამ მან მოუცლელობის გამო უარი განაცხადაამის მიუხედავად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს საკათალიკოსოსთან და დიდ დახმარებას უწევდა მათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.
წმიდა ექვთიმეროგორც ეროვნულ-დემოკრატიეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის მომხრე იყომაგრამ მკაცრად ილაშქრებდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგროცა ამ საკითხის გადაწყვეტას ისინი ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის ფონზე ახდენდნენ.
დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენაამას თან დაერთო ისიცრომ აგრარული საკითხის გადაწყვეტის დროს დემოკრატიულმა მთავრობამ ეკლესიას არა თუ არ დაუბრუნა ის საეკლესიო მიწები და ქონებარომელიც მან ავტოკეფალიის გაუქმების დროს დაკარგაარამედ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა ის მცირე საეკლესიო მიწებიცრომელიც მას ეგზარქოსობის დროს ჰქონდამატერიალურ სახსარს მოკლებული სამღვდელოება სიდუხჭირეში ჩავარდაუპატრონოდ მიტოვებულ საეკლესიო სიძველეებს ავაზაკები და უცხო გადამთიელები ისაკუთრებდნენსაკათალიკოსო საბჭომ არაერთხელ მიმართა მთავრობას ეკლესიის ქონების დასაცავად დარაჯები დაენიშნათმაგრამ უფულობის მომიზეზებით მათ სასულიერო პირთა მოთხოვნას უარით უპასუხეს.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ სასულიერო პირებს ერთადერთ იმედად წმიდა ექვთიმე მიაჩნდათრომელიც იმ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 1919 წლის დასაწყისში საქართველო კათალიკოსი ლეონიდე თხოვნით მიმართავს წმიდა ექვთიმეს: „ჩემი საყვარელი სამშობლო და მასთან ერთად ეკლესიაც დიდ განსაცდელშიავისაც სამშობლოსადმი და მისი ეკლესიისადმი სიყვარული უღვივისმოვალეა იფიქროს მის ბედ-იღბალზემე მწამსრომ ეკლესიის მოსპობასროგორც ლოგიკური აუცილებლობამოსდევს ერის მოსპობაცმინდა მშობლიური ეკლესიისა და მაშასადამეერის წინაშე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოვიხადომეც რამე ვიფიქრორომ კეთილგონიერ მოქალაქეთა დახმარებით და კარნახით რამე გზას დავადგეამ განზრახვით მოვიწადინე საპატიო მოღვაწეთა მოწვევარათა მათთან ერთად მოვისაზროთთუ რით დავეხმაროთ ჩვენ საყვარელ სამშობლოს დღეს უფსკრულის წინ აღმართულს“.
წმიდა ექვთიმე დიდი გულისყურით მოეკიდა პატრიარქის მოწოდებას და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის დასახმარებლადიგი ახლოს ეცნობოდა ბერ-მონაზონთა მდგომარეობას და მთავრობის წინაშე არაერთხელ დააყენა საკითხი მათი მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვისწმიდა ექვთიმესროგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესდახმარებისათვის ხშირად მატერიალურ სახსარს მოკლებული ბერ-მონაზვნებიც მიმართავდნენ. 1920 წლის 27 მარტს ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სპირიდონი წმიდა ექვთიმეს აცნობებდარომ მონასტერს მთავრობის განკარგულებით ჩამოერთვა 54 დესეტინა მიწასხვა არანაირი შემოსავალი მონასტერს არ გააჩნიაუსახსროდ დარჩენილი ბერი გამოსავალს წმიდა ექვთიმეს დახმარებაში ხედავდა: „გთხოვთ უმორჩილესად იშუამდგომლოთმომცენ მე ნორმით სახნავ-სათესი მიწამე მაშინ ღვთის ძალით შემეძლება ცხოვრება და მონასტრისთვის ყურადღების მიქცევა“. წმიდა ექვთიმეს წინადადებით 1920 წლის 22 აპრილს პარლამენტის ხელოვნების კომისიამ მიმართა განათლების მინისტრსრათა კულტურის ფონდიდან გამოეყო და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეშვეობით იგი ბეთანიის მონასტრისა და მისი დაცვისათვის მოეხმარებინათ.
ქართველი სამღვდელოება დიდად აფასებდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლს ეკლესიის წინაშემის არქივში დაცულია სასულიერო პირთა მრავალი სამადლობელი წერილი. 1919 წლის 6 დეკემბერს ქუთაისიდან არქიმადრიტი პავლე (ჯაფარიძეწმიდა ექვთიმეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდხოლო მღვდელ-მონაზონი ანდრია მოკითხვის ბარათთან ერთად საჩუქრად წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის დიდ ხატს უგზავნისწმიდა ათონის მთიდან მღვდელ-მონაზონი გიორგი (დარჩიაშვილიამაგდარ მამულიშვილს წერს: „ბატონო ექვთიმეღმერთს ვთხოვ გულმხურვალე ვედრებით თქვენს სიმრთელესდღეგრძელობასა და ბედნიერებას ნათესავ სამშობლოთურთგწყალობდეს და გფარავდეს ჩვენი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მოსახელე თქვენიწმიდა ექვთიმე ათონელიცათამობაძავისა მის ივერიის აღმაშენებელიცხადად მომთხრობნი და ბეჭედი ივერიის ერისა“.
საკათალიკოსო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით 1919 წლის 1 ივლისს მთავრობის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება: „ეკლესია-მონასტრების დაცვის შესახებ“. მოხსენების საფუძველზე დაადგინესრომ ორი პირის შემადგენლობით გაგზავნილიყო კომისია ეკლესია-მონასტრების ქონების აღსაწერად და სათანადო აქტების შესადგენადაღნიშნული ღონისძიებებისათვის ხაზინიდან გამოიყო მიზერული თანხა – 1000 მანეთიიმავე წლის 12 ივლისს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებითამ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. 1919 წლის 22 ივლისს მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებითწმიდა ექვთიმეს დაევალა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერაიგივე დადგენილებით ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაევალათდაკისრებული მოვალეობის შესრულების დროსყოველგვარი პირობა შეექმნათ წმიდა ექვთიმე თაყაიშვილისათვის.
ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან
და მასპინძლებთან ერთად
დადგენილების შესაბამისად წმიდა ექვთიმემ ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ორი თვე დაჰყომან აღწერა ქუთაისისგელათისმოწამეთასგეგუთისხონისმარტვილისჯროჭისკაცხისმღვიმესდარკვეთისსავანის სიძველეებიშემდეგომ რაჭის სიძველეებს გაეცნობოლოს კი ფოთისახალი სენაკის და გურიის ეკლესია-მონასტრები მოინახულაქუთაისში ყოფნისას მას თან ახლდნენ პროფესორი კორნელი კეკელიძემღვდელმოწამე ნაზარისამიტროპოლიტო საბჭოს წევრი ტრფიონ ჯაფარიძე და ერობის წარმომადგენელი ვასილ ფალავანდიშვილი.
მოგზაურობიდან დაბრუნებულმა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა ვრცელი მოხსენებით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიასრომელშიც იგი აღნიშნავდარომ დროის სიმცირისა და ფულადი სახსრების სიმწირის გამო შეუძლებელი იყო საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტრის მონახულებაამას გარდამან ჩათვალარომ არ იყო აუცილებელი იმ ეკლესია-მონასტრების შესწავლარომლებიც კარგად ჰქონდათ აღწერილი მკვლევარებს (ბროსებაქრაძეკონტკოვიგრაფიანია უვაროვა და სხვები). „მე საუმჯობესოდ დავინახეგავმგზავრებულიყავი ისეთ ადგილებში და დამეთვალიერებინა ის ეკლესია-მონასტრებირომლებიც ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილი იყვნენან მათ ნაშთებს შემოწმება სჭირდებოდათ!“ ამ მოგზაურობის შედეგად წმიდა ექვთიმე თაყაიშვილმასაეკლესიო სიძველეების აღწერასთან ერთადმდიდარი ფოტომასალა ჩამოიტანარომელიც საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში დაიდოწმიდა ექვთიმე მთავრობას სთხოვდააღწერილობის ფოტომასალის გამოქვეყნებას.
მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენებაში წმიდა ექვთიმე დაწვრილებით საუბრობს ეკლესია-მონასტრების სავალალო მდგომარეობაზეიგი აღნიშნავსრომ ეკლესია-მონასტრებს უწინ გააჩნდათ მამულებისაძოვრებისახნავ-სათესი მიწებიმაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ მათ ეს ქონება ჩამოართვამატერიალურ სახსარს მოკლებულმა სასულიერო პირების ნაწილმა უარი განაცხადა მოავლეობის შესრულებაზე და ოჯახს დაუბრუნდადაიწყო უპატრონოდ მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საეკლესიო სიწმინდეების უმოწყალო ძარცვაგელათის მონასტერი წმიდა ექვთიმეს დაკეტილი დახვედრიარადგან ყაჩაღობის შიშით წირვა-ლოცვასაც აღარ ასრულებდნენწმიდა ექვთიმე თაყაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავსრომ აღნიშნული საკითხის განხილვისათვის არაერთხელ შეკრებილა თბილისის უნივერსიტეტისსაისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლებიმაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მაინც ვერ მისულან.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარეწმიდა ექვთიმე თაყაიშვილი მთავრობის წინაშე შემდეგი სახის წინადადებას აყენებს:
„1. დაარსდეს ორგანო განათლების სამინისტროს უწყების დაქვემდებარებითრომლის კომპეტენციაში იქნება ყოველგვარი ნაშთების მოვლაშეკეთება და განახლებააგრეთვე მუზეუმის საგანძურის ყურის გდებაასეთ ორგანოდ ექვთიმეს მიაჩნია მუზეუმთან (ყოფილი კავკასიის მუზეუმიარსებული საბჭო;
2. მონასტრებს უნდა მიეცეთ ნორმა მიწისა იმ სახითრა სახითაც იგი მემამულეებს მიეცათმათვე უნდა დაუბრუნდეთ ჩამორთმეული წისქვილები;
3. მიეცეთ წინადადებაერობებსდაუყენონ მცველები იმ ეკლესია-მონასტრებსრომლებიც უყურადღებოდ არიანთუ ამაზე ერობები უარს იტყვიანმაშინ ამ ეკლესია-მონასტრების ქონება საკათალიკოსო საბჭოსთან შეთანხმებით გადატანილი უნდა იქნას მუზეუმში ან იმ მონასტრებშირომლებსაც დარაჯები ჰყავთ.
4. ჩამოტანილი იქნას ტფილისში შემოქმედიდან ნაძარცვი ნივთებირომლებიც ახლა ოზურგეთის ხაზინაში ინახებაამ ნივთების რესტავრაცია დაევალოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
5. საიბეჭდოს საქართველოს ეკლესია-მონასტრების განძეულობათა აღწერილობანი;
და ბოლოს,
6. მთავრობამ საზღვარგარეთ მაღალ პოლიგარფიულ დონეზე გამოსცეს ალბომი იმ სურათების მიხედვითრომელიც მან მოგზაურობის დროს გადაიღო.“
რესპუბლიკის მთავრობას წმიდა ექვთიმეს არცერთი მოთხოვნა არ შეუსრულებიაეკლესიისთვის მიწის ნორმის გადაცემაზე მთავრობამ უარი განაცხადარადგან ეს აგრარული კანონის უხეშ დარღვევად მიიჩნიააგრარულ კომისიაში ექვთიმეს დაპირდნენრომ ეკლესიას იჯარით მისცემდნენ მიწასმაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩაწმიდა ექვთიმემ პარლამენტის სახელოვნებო კომისიის წინაშე არაერთხელ დასვა ეკლესია-მონასტრების შეკეთებისათვის ორი მილიონი მანეთის გამოყოფის საკითხიუსახსრობის მიზეზებით ეს მოთხოვნაც არ შესრულებულა.
მთავრობის გულგრილობით შეწუხებული წმიდა ექვთიმე გულისტკივილით წერდა: „არაერთხელ შევეცადერაიმე მეღონა ჩვენი ეკლესიის უმწეო მდგომარეობისათვის და საეკლესიო ნივთების დაცვა-მოვლისათვისსაეკლესიო ნივთების დაცვა საშიში გახდარამოდენიმე კრება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოსსახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორებისწერა-კითხვის საზოგადოების წამომადგენლებისა და საკათალიკოსო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით გავმართეთამ სხდომებზე გამოირკვარომ ადგილობრივ ნივთების დაცვის არავითარი საშუალება არ იყო“.
საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ეჭვის თვალით უყურებდა ექთაყაიშვილის ზრუნვას საეკლესიო სიძველეების შენარჩუნებისათვის. 1920 გაზეთ „კლდეში“ „მორწმუნე ქართველის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში ამაგდარი მამულიშვილის მიმართ ბევრი უხამსი რამ ითქვამას ცილი დასწამესრომ თითქოს იგი ითხოვდა მუზეუმში დაბინავებულიყო ისეთი სიწმინდეებიცრომელიც წირვა-ლოცვის დროს გამოიყენებოდაფსევდონიმს ამოფარებული პიროვნება წმიდა ექვთიმეს ეკლესიის მტერს უწოდებს და აღნიშნავსრომ იგი თავისი ქმედებით ცდილობსრომ ეკლესია სექტად გადააქციოსწმიდა ექვთიმემ ოპონენტს საკადრისი პასუხი გასცა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი თვალსაზრისირომ მუზეუმში თავმოყრილი უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი სიწმინდეებირომელსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებენდანარჩენი კი ისევ ეკლესიის საკუთრებაში უნდა დარჩეს და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საეკლესიო პირებმა უნდა აიღონო. „ურწმუნო თომების“ მიმართ ექვთიმე წერდა: „მე ხაზგასმით აღვნიშნავრომ ასეთი სიწმინდეები (ჯვარიხატები), როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ხელოვნების თვალსაზრისითუსათუოდ ადგილობრივ უნდა დარჩესმე ვერ წარმომიდგენია გელათი ხახულის ღვთისმშობელისა და ალავერდი წმიდა გიორგის ხატების გარეშეო“.
ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით წმიდა ექვთიმემ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სახელით ჯერ ქართული ფრესკების გამოფენა მოაწყოხოლო 1920 წელს კი – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისასწორედ ეს უკანასკნელი საფუძვლად დაედო 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ქართულ ხუროთმოძღვრების ალბომსმაგრამ მისი შემდგენელი იმხანად სამშობლოდან შორსემიგრაციაში იმყოფებოდა.
გამუზომელია წმიდა ექვთიმეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშესწორედ ამ დამსახურების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2002 წელს იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელით წმიდანად შერაცხადაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარიექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
ელდარ ბაბულაშვილი