Monday, February 11, 2013

                                                     არქეულოგიური მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში        



              ექვთიმე თაყაიშვილმა ორჯერ იმოგზაურა ტაოში.1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე.აღწერა ბანა ახლომდებარე ეკლესიებითა და ჩანგლთან შეჩერდა.მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა,კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად.ექსპედიციაში  მონაწილეობდნენ:   ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, [ ფოტოგრაფი] გიორგი შევარდნაძე,  ანატოლი კალგინი,  ანატოლი ზანდევიჩი,  რომელიც შემდგომ ახალ დარსებულ თბილისის სახ-ფო მუზეუმში მოღვაწეობდა.
1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს
“ ხელ-ფეხს მიკოცნიდა  კოლა- ოლთის ჩანგლის ქართველობა, მშვიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა  ნაამგარს არავის დავანგრე ვინებთ და დავიცავთო, ბევრ მათგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება რომ ისინი ქართველინი არიან,  თითქოს ყველას ჰქონდა“.
მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “.
ეექსპედიცის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში,    რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდება,  დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება,ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მსალა ისეთი ქართული ძეგლებისა, როგორიც არის: ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა...
ექსპედიიამ ზუსტად გაარკვია,  დაადგინა  ტაძრების, ეკლესიების,  ციხეების სახელწოდებებიდან ადგილ მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის.
ექვთიმეს თაოსნობით  შესწავლილი იქნა ყველა წარწერა, ქორონიკონი და თარიღის აღმნიშვნელი ასოები,  „ მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღების   თანავე კითხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას,  ჩვენ ახალგაზრდები ვისვენებდით,იგი  კი უჯდა  საქმეს,  ფოტოებს, კალკებსა და ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკიხავი.
თუ რამე  ,, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა ახალგაზრდულად წამოხტებოდა  ქაღალდის დროშასავი აფრიალებდა და  აღფრთოვანებით  შესძახებდა  აღმოჩენა.. !!  ახალი აღმოჩენა!"
დიდ მეცნიერს  ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩარეჩენია  მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო- ქართული ფასკუნჯი - მუდმივი  აღორძინების იდეა!
„ ეს კლასიკური ნიმუში ნოტრ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხამება!" -  წერდა ლადო გუდიაშვილი.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები  თითქოს უპატრონო,თითქოს ძილსაც მისცემიან.. მაგრამ მაინც ალერსსა და სითბოს ითხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს.ექვთიმეს  ექსპედიციამ დროულად შეაღო  ამ ტაძრის საუკუნეთა  მანძილზე დახშული კარები.. იმედია ჩვენი თაობაც,   გავხდებით „ ექვთიმოსნები“  მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს  საქართველოს მიწიდა მოწყვეტილ ტაძრებს...."


                                                 ქორწინება და ოჯახი     

ე. თაყაიშვილმა  1895 წელს შეირთო   ივანე  პოლტორაცკის ასული ნინო.პოლტარცკები პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოგზავნეს პეტერბურგში , ამიტომ   მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული დეკარისტულ მოძრაობაშ ი. რის გამოც, გრაფის ოჯახი კავკასიაში გადმოასახლეს(კერძოდ ქუთაისის გუბერნიაში). მოგვიანებით ცოლად შეირთო  ზედგენიძის ასული, რომლისგანაც ორი ვაჟიშვილი შეეძინა. ორივე შვილი მიბარებული ჰყავდათ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც  საფუძველი ჩაეყარა ივანე პოლტარიცკისა    და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას. პოლონელი   გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი  თარგმანები  ქართულიდან რუსულ ენაზე, კერძოდ,  შოთა რუსთაველის „ ვეფხისტყაოსანი“,ილია ჭავჭავაძის „ გლეხის ნამობი“, „კაცია-ადამიანი“...ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართული წერა- კითხვის გამავრცებელ  საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ  თავისი  პოემა „აჩრდილი “ ნიშნად პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდი  ქართველი გახლდათ ივანეს მეჯვარე, მისი ვაჟიშვილი ილიაც [ილიკო დარქვეს] ,რაც შეხება, ივანეს ძმას, სიმონს - იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში.სწორედ რუსეთში, მისი მოღვაწეობის დროს, საქართველოს სათვისტომოში გაერთიანებულნი  იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა.  ივანე პოლტორიცკი მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობა კვირაში ერთხელ გრაფთან სადილიზე იკრიბებოდნენ,სადაც მთავარი და ძირითადი  თემა საქართველო იყო. სიმონს  ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო." ივანე პოლტორიცკიმ  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ   იქორწინა ნადეჟდა    გაბაშვილზე.  მათი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო.    ნადის მზითებში ერგო ოქროყანის მამულები.გაბაშვილის ოჯახი ზენელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს. ოქროყანაში  მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე ორსართულინი სახლი იდგა რომელიც თავდ გადსცეს მოსახლეობას სკოლის გასახსნელად.  ოქროყანის ნაწილი  დღევანდელი ფუნუკუილორის ნაწილი   1890წელს ბელგიელებმა  იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის ოჯახისგან.  ილია  ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ  თანხა გამოაგზავა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში  , მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია ჭავჭავაძესგან.  გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების მომრიგებლად  მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის თანამდებობა ეკავა. ივანე 1892    წელს გარდაიცვალა . იმ დროს ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე . მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ კურცხალიცრემლი სდიოდაო“
ივანეს დანადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო, ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე პროფესით იურისტი იყო.
პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქრიყანაში , პოლტორაცკებთან. Mმაშინ მარტო ოქროყანა კი არა მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა.1905 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი.მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი.ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ, იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ
ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ.
ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის, ანას მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ   ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი. ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი. ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე. ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს საათი ბუდით და წარწერით. ეს სათი ოჯახში ინახებოდა 1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ  რადგან ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ.
ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო შეძინათ.ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა, მთელი პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.
1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ.Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა.ქვთიმეს 7ოთახი ეკავა მესამე სართულზე.
ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. Pპარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და კარგად უკრავდა.იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღეს დიდი წვეულობა იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი} იხსენებს:  1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა,  მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივე წესრიგი და სიუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”
ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის _` ნინო გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის  ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ.~ ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა  და გარდაცვალების თარიღბს უსახსრობის  პირობებშიც აღნიშნავდა.
ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პატიზიდან თბილისში რომ ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა.  ოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~.
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ  ეს აღსრულდა 1987 წლის 22 თებვერვალს  დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში შედაგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.

No comments:

Post a Comment